მთავარი » ჯანდაცვა » იმერეთში, დაბა ხარაგაულში ახალი სამედიცინო კლინიკა გაიხსნა.
ხარაგაულის სამედიცინო ცენტრის სტაციონარული განყოფილება 14 საწოლზეა გათვლილი, მათ შორის 3 სარეანიმაციოა.

იმერეთში, დაბა ხარაგაულში ახალი სამედიცინო კლინიკა გაიხსნა.

ხარაგაულის სამედიცინო ცენტრის სტაციონარული განყოფილება 14 საწოლზეა გათვლილი, მათ შორის 3 სარეანიმაციოა.

უახლესი ტექნიკით აღჭურვილ კლინიკაში გეგმიური და გადაუდებელი დახმარების მიღებაა შესაძლებელი. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს ულტრაბგერითი, რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევები ადგილზე ჩაუტარდებათ. მრავალპროფილიან კლინიკაში 70-მდე თანამშრომელი დასაქმდება.

ხარაგაულში გეგმიური ამბულატორიისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებები 2015 წლის აპრილიდან მოქმედებდა. სამედიცინო კამპუსის მშენებლობისა და აღჭურვის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, პაციენტები სრული სტაციონარული სერვისებით უკვე დღეიდან ისარგებლებენ.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დაესწრნენ.

ipress.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …