მთავარი » ჯანდაცვა » ილია II: ჯანდაცვის მინისტრი ყველაფერს აკეთებს, რომ ხალხური მედიცინა განვითარდეს
ხალხური მედიცინა ჩვენთან უძველესი საუკუნეებიდან იყო და არის. განვითარებული იყო კარაბადინი, ხანდახან ეწოდებოდა სატაძრო მედიცინა, ან სამონასტრო მედიცინა.

ილია II: ჯანდაცვის მინისტრი ყველაფერს აკეთებს, რომ ხალხური მედიცინა განვითარდეს

სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ხალხური მედიცინოს შესახებ ისაუბრა.

როგორც ილია მეორემ განაცხადა, ხალხური მედიცინის შესახებ ჯანდაცვის მინისტრთან ჰქონდა საუბარი.

“ჩვენთან ბრძანდებიან ექიმები, სახალხო ექიმები, თქვენ იცით ხალხური მედიცინა ჩვენთან უძველესი საუკუნეებიდან იყო და არის. განვითარებული იყო კარაბადინი, ხანდახან ამას ეწოდებოდა ხალხური მედიცინა, ხან სატაძრო მედიცინა, ან სამონასტრო მედიცინა. მე მინდა მოგახსენოთ, რომ მქონდა საუბარი ჩვენს მინისტრთან, ჯანმრთელობის მინისტრთან და ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ განვითარდეს ეს დარგი საქართველოში.

17 აპრილიდან იქნება გამოფენა და გაყიდვა ტაძრებთან ხალხური წამლებისა, რა თქმა უნდა ეს წამლები რეგისტრირებულია, შემოწმებულია და მე მინდა, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ ისწავლოს ხალხური მედიცინა”,-აღიშნა პატრიარქმა.

ipress.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …