მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » იერსინიას მე-12 საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართა თბილისში
იერსინიას სიმპოზიუმები ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა მასპინძლობს.

იერსინიას მე-12 საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართა თბილისში

ფორუმს აღნიშნულ ბაქტერიაზე მომუშავე 21 ქვეყნის 100-მდე მეცნიერი ესწრება. სიმპოზიუმი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა.

ფორუმი 4 დღეს გაგრძელდება და ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ბიოუსაფრთხოების ასოციაციის მხარდაჭერით ტარდება. იერსინიას სიმპოზიუმები ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა მასპინძლობს.

„ამ დაავადებასთან ბრძოლამ, საერთაშორისო ჯანდაცვას მისცა ძალიან დიდი გამოცდილება ზოგადად ინფექციებთან ბრძოლის და ამ კონფერენციის ფარგლებში, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა განვიხილოთ განახლებული მიდგომები, რომლებიც ეხება ზოგადად ინფექციებთან ბრძოლის სტრატეგიას,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …