ფორუმს აღნიშნულ ბაქტერიაზე მომუშავე 21 ქვეყნის 100-მდე მეცნიერი ესწრება. სიმპოზიუმი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა.
ფორუმი 4 დღეს გაგრძელდება და ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ბიოუსაფრთხოების ასოციაციის მხარდაჭერით ტარდება. იერსინიას სიმპოზიუმები ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა მასპინძლობს.
„ამ დაავადებასთან ბრძოლამ, საერთაშორისო ჯანდაცვას მისცა ძალიან დიდი გამოცდილება ზოგადად ინფექციებთან ბრძოლის და ამ კონფერენციის ფარგლებში, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა განვიხილოთ განახლებული მიდგომები, რომლებიც ეხება ზოგადად ინფექციებთან ბრძოლის სტრატეგიას,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.