მთავარი » ჯანდაცვა » იდეალური იქნება თუ საპარტნიორო ფონდი კლინიკების მართვაზე პასუხისმგებლობას აიღებს
მოსახლეობისთვის შვება იქნება თუ ფონდი მთლიანად აიღებს ხელში აღნიშნული კლინიკების მართვას, ყველაზე სწორი მიდგომაა, 50/50 გადანაწილების პრინციპი.

იდეალური იქნება თუ საპარტნიორო ფონდი კლინიკების მართვაზე პასუხისმგებლობას აიღებს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირველი ტური დასრულდა. მეორე ტურში გადასულია მხოლოდ ერთი, ავსტრიული კომპანია „ალფამედი“. 

აღნიშნული ტენდერი  თბილისში მნიშვნელოვანი საავადმყოფოების, კერძოდ, ბავშვთა ინფექციურ, რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ყოფილი ონკოლოგიური ცენტრის  ევროკავშირის სტანდარგების მიხედვით შენობების რემონტს, რეკონსტრუქციას და მშენებლობას ითვალისიწნებს. ასევე მოხდება უახლესი აპარატურით აღჭურვა.

ტენდერის თემას თერაპევტი გოგი სარიშვილი გამოეხმაურა:

“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სახელმწიფო და კერძო სექტორი ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს, ონკოლოგიური ცენტრისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს მართვაზე თანაბარ პასუხისმგებლობას აიღებენ, თუმცა, მიმაჩნია, რომ იყოს ორმოცდათერთმეტი ორმოცდაცხრაზე შეფარდებით წილი, იდეალური იქნებოდა. ეს ინიციატივა ტენდერსა და რეკონსტრუქციაზე ცოტა დაგვიანებულიც კი არის, თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი სიახლეა.  ეს უნდა გაკეთებულიყო, მინიმუმ 10 წლის წინ.

ახლა სახელმწიფოს კერძო სტრუქტურებისთვის, კერძო საავადმყოფოებისთვის კონკურენციის გაწევა გაუჭირდება, როგორც კადრების დაკომპლექტების მხრივ, ისე ბევრი სხვა მიმართულებითაც. ძალიან საჭირო საქმეა, ეს იქნება მოსახლეობისთვის შვება. იდეალურია, თუ ფონდი მთლიანად აიღებს ხელში აღნიშნული კლინიკების მართვას. ჩემი აზრით, ეს იქნებოდა ყველაზე სწორი მიდგომა, თუმცა 50/50 მისაღებია“.

itv.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …