იაშვილის ბავშვთა კლინიკური სააავადმყოფოს სისხლის ბანკში სისხლის კომპონენტების დეფიციტია, სამედიცინო დაწესებულება მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, რომ პატარა პაციენტების დასახმარებლად სისხლი გაიღონ.
“განვლილი დღესასწაულებიდან გამომდინარე, მ.იაშვილის ბავშვთა კლინიკური სააავადმყოფოს სისხლის ბანკში შეიქმნა სისხლის კომპონენტების დეფიციტი. გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და გაიღოთ სისხლი პატარა პაციენტებისათვის.
წინასწარ გიხდით მადლობას!
მის: დიღომი, ლუბლიანას 2/6
(მ.იაშვილის კლინიკის შიდა ეზო)
577 60 37 60 / 254 04 09”