იაპონიაში ერთ დღე-ღამეში კოვიდ 19-ით გარდაცვალების 420 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მთელი პანდემიის განმავლობაში ამ ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
სააგენტოს მოჰყავს იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები, რომელთა თანახმად, მანამდე გარდაცვალების დღიური რეკორდი წინა დღით იყო, როცა კოვიდ 19-ს 415 ადამიანი ემსხვერპლა.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სიკვდილიანობის ასეთი მკვეთრი ზრდის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა შესაძლოა ეს დაკავშირებული იყოს უფროსი ასაკის პაციენტებში ქრონიკული დაავადებების გართულებასთან.
აგვისტოში, როცა იაპონიაში კოვიც-19-ითს გავრცელების პიკი იყო, გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი 300-ს არ აჭარბებდა.
ამასთან, იაპონიამ უკვე გაამკაცრა რეგულაციები ჩინეთიდან ჩასული მგზავრებისთვის, რომლებსაც კოვიდ 19-ზე ტესტის პასუხს მოსთხოვენ. დადებითი პასუხის შემთხვევაში კი ეს მოქალაქეები სპეციალურ დაწესებულებაში, ერთი კვირით გადავლენ.
ცნობისთვის: პანდემიის განმავლობაში იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირების 29,1 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, 57 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა.