მთავარი » ჯანდაცვა » იანვარ-თებერვალში გრიპის ვირუსების შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, იანვარ-თებერვალში გრიპის ვირუსების შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი.

იანვარ-თებერვალში გრიპის ვირუსების შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, იანვარ-თებერვალში გრიპის ვირუსების შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი.

როგორც ამირან გამყრელიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ მომენტისთვის საქართველოში ასი ათას მოსახლეზე გრიპის ვირუსით ინფიცირების 240 შემთხვევაზე მეტი ფიქსირდება. მისივე ინფორმაციით, ეს ციფრი აღნიშნული პერიოდისთვის დამახასიათებელია და ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პიკს არ აჭარბებს.

გამყრელიძის თქმით, გრიპის ეპიდემია გამოცხადდება, თუ შემთხვევების რაოდენობა ყოველ 100 ათას მოსახლეზე 500 შემთხვევას გადააჭარბებს. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, საქართველოში გრიპის შემთხვევების გამოვლენა ყოველთვის დეკემბრის მეორე ნახევრიდან იწყება და იანვარ-თებერვალში შემთხვევის გარკვეული ზრდა ფიქსირდება.

გამყრელიძემ მოსახლეობას მიმართა, 38 გრადუსზე მეტი ტემპერატურის შემთხვევაში, ასევე თავისა და სახსრების ტკივილის დროს, აუცილებლად მიმართონ ექიმს, რომელიც მათ მედიკამენტოზურ მკურნალობას დაუნიშნავს და, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება ჰოსპიტალიზაცია.

„პირები, რომლებიც დაავადებულები არიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, დიაბეტით, ფილტვის პრობლემებით, მოხუცები და ორსულები უნდა მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და პირველივე სიმპტომების გამოხატვის შემთხვევაში დროულად მიმართონ ექიმს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დღეისთვის გრიპის ვირუსებზე სახელმწიფოს მიერ აცრილია რისკჯგუფებს დაქვემდებარებული 12 ათასამდე ადამიანი. 8 ათასზე მეტი პირი კი, კერძო სამედიცინო დაწესებულებების მიერ აიცრა.

kvira.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …