მთავარი » ჯანდაცვა » იან კელი: ველით, რომ ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი აშშ-ში პროდუქტიული იქნება
ხელს ვუწყობთ, რომ მინისტრს პროდუქტიული შეხვედრები ჰქონდეს ნიუ-იორკში დაგეგმილ გაეროს შეხვედრების დროს.ველით, რომ ეს იქნება სასარგებლო და პროდუქტიული ვიზიტი.

იან კელი: ველით, რომ ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი აშშ-ში პროდუქტიული იქნება

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის წინ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიან ელჩს იან კელის შეხვდა.

მხარეებმა ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით, ორმხრივი თანამშრომლობის შედეგად წარმატებით განხორციელებული პროექტები განიხილეს. ასევე, ყურადღდება ბიო-მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ მიღწევებზე გაამახვილეს.

მათ შორის გამოჰყვეს ერთიანი ლაბორატორული სისტემის შექმნის, ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრისა და მთავრობათაშორისი გარდამავალი პასუხისმგებლობების ხელშეკრულების საკითხები. შეხვედრაზე თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებზეც ისაუბრეს. მნიშვნელოვან მიღწევებზე, გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება და პარტნიორული ურთიერთობების გაფართოების ჭრილში სამომავლო ხედვა წარმოადგინეს.

იან კელიმ ამერიკაში, დავით სერგეენკოს დაგეგმილი ვიზიტის შესახებაც ისაუბრა.

„ხელს ვუწყობთ, რომ მინისტრი ესტუმროს და მაღალი დონის შეხვედრები გამართოს აშშ-ს ჯანდაცვის დეპარტამენტში, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, თავდაცვითი საფრთხის შემცირების სააგენტოში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოში, სახელმწიფო დეპარტამენტში. ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ, რომ მინისტრს პროდუქტიული შეხვედრები ჰქონდეს ნიუ-იორკში დაგეგმილ გაეროს შეხვედრების დროს. ველით, რომ ეს იქნება ძალზედ სასარგებლო და პროდუქტიული ვიზიტი“,- აღნიშნა აშშ-ს ელჩმა საქართველოში.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ მაღალი რანგის შეხვედრას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტის უფროსები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC), საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) და ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ipress.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …