მთავარი » ჯანდაცვა » ჰუმანითი ჯორჯიას ხელმისაწვდომი მედიკამენტები აფთიაქებში მალე გამოჩნდება
მიმდინარეობს კომპანიის მედიკამენტების დასაწყობება და ძალიან მალე 250-მდე დასახელების ხშირი მოხმარების პრეპარატი ხელმისაწვდომ ფასად აფთიაქებში გაიყიდება.

ჰუმანითი ჯორჯიას ხელმისაწვდომი მედიკამენტები აფთიაქებში მალე გამოჩნდება

ჰუმანითი ჯორჯიას გენერალური დირექტორის ანდრიი კუზმას ინფორმაციით, ინტენსიურად მიმდინარეობს კომპანიის მედიკამენტების დასაწყობება და ძალიან მალე 250-მდე დასახელების ხშირი მოხმარების პრეპარატი ხელმისაწვდომ ფასად აფთიაქებში გაიყიდება.

ამის შესახებ კუზმამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაცხადა. დღეს რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ფარმაცევტული კომპანია ჰუმანითი ჯორჯიასგან ჰუმანიტარული დახმარება მიიღო. ეს არის ჰუმანითი ჯორჯიას მიერ შემოტანილი კარდიოლოგიური და ანტიბიოტიკის ჯგუფის პრეპარატების მოცულობითი პარტია, რომელიც  საავადმყოფოს პაციენტებისთვისაა განკუთვნილი.

„მოხარული ვარ, რომ დღეს პირველი ქართველი პაციენტი უკვე მიიღებს ჰუმანითი ჯორჯიას მიერ შემოტანილ პრეპარატს. ჰუმანიტი ჯორჯიას უკლებლივ ყველა პრეპარატი დამზადებულია საუკეთესო ფარმაცევტულ ქარხნებში, რომლებიც ფლობენ  EU GMP– ის სერთიფიკატს და მათ ასევე გავლილი ხარისხის სერიული კონტროლი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცერებულ ლაბორატორიებში.

ეს არის, ძირითადად, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, რომლებიც პაციენტებისთვის აუცილებელია და ვფიქრობთ, ჩვენი ჰუმანიტარული მიმართულება პაციენტებს ყოფას შეუმსუბუქებს.

ჩვენი პრეპარატების მთავარი უპირატესობა, მაღალ ხარისხთან ერთად არის ის, რომ არსებულ ანალოგებთან შედარებით ისინი გაცილებით დაბალ ფასად იქნება წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე.  დარწმუნებული ვარ, ქართველი მომხმარებელი მოწონებით შეხვდება ჰუმანითი ჯორჯიას პრეპარატებს“, – აღნიშნა ანდრეი კუზმამ.

მისივე განცხადებით, გარდა პირველ ეტაპზე, 250–მდე დასახელების EU GMP– ის სერთიფიკატის მქონე ხშირი მოხმარების ხარისხიანი პრეპარატის მისაღებ ფასად იმპორტისა, ჰუმანითი ჯორჯიას ამბიციური გეგმები აქვს ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების მიმართულებითაც.

კერძოდ, კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით გადაწყვეტილია 130 მლნ აშშ დოლარის ჯამური საინვესტიციო ღირებულების ულტრათანამედროვე ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობა, რომელიც ასევე აღჭურვილი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცირებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორიით.

ანდრიი კუზმას განცხადებით, ჰუმანითი ჯორჯია, ეს არის დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის ფარმაცევტულ ბაზარზე და სურს დამკვიდრდეს ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია.

presa.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …