მთავარი » ჯანდაცვა » ჰუმანითი ჯორჯიას ფარმაცევტული ქარხანა EU GMP სტანდარტის შესაბამისი იქნება
ფარმაცევტული პროექტი ჩაფიქრებულია, როგორც ამიერკავკასიის მასშტაბით საუკეთესო ფარმაცევტული ქარხანა, რომელიც EU GMP სტანდარტის შესაბამისად იქნება აღჭურვილი .

ჰუმანითი ჯორჯიას ფარმაცევტული ქარხანა EU GMP სტანდარტის შესაბამისი იქნება

თბილისი (BPI) – თბილისში, ორხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალტექნოლოგიური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფარმაცევტული ქარხანა აშენდება. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ საპარტნიორო ფონდი და კომპანია ჰუმანითი – ჯორჯია.

საპარტნიორო ფონდსა და ჰუმანითი ჯორჯიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვლისწინებს ჯამურად 130 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას.

ჰუმანითი ჯორჯიას დირექტორის ანდრეი კუზმას თქმით, ეს მოვლენა რამდენიმე თვალსაზრისით არის განსაკუთრებულად საინტერესო და აღსანიშნი. “საპარტნიორო ფონდის და  ჰუმანითი ჯორჯიას ერთობლივი ფარმაცევტული პროექტი ჩაფიქრებულია, როგორც ამიერკავკასიის მასშტაბით საუკეთესო ფარმაცევტული ქარხანა, რომელიც EU GMP სტანდარტის შესაბამისად იქნება აღჭურვილი და მოწყობილი.

ქარხანაში დამზადდება სულ ცოტა 600 დასახელების წამალი, როგორც ადგილობრივი მოხმარებისთვის, ასევე საექსპორტოდ.

ძალიან მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ პროექტი ითვალისწინებს  EU GMP ქარხანასთან   ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცირებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის შექმნას, რომელიც ადგილზე მოახდენს სერიულ კონტროლს. ასევე გათვალისწინებულია EU GDP სტანდარტის ფარმაცევტული სასაწყობო მეურნეობის მოწყობა. ეს ყველაფერი, თავის მხრივ, გარანტიაა იმისა, რომ ჩვენთან წარმოებული პრეპარატები იქნება უსაფრთხო და ხარისხიანი.

ჩვენი კომპანიია ახალგაზრდაა, მაგრამ ჩვენი უპირატესობაა, რომ კომპანიის მენეჯმენტი დაკომპლექტებულია მსოფლიო გამოცდილების მქონე საუკეთესო სპეციალისტებით. კომპანიის თანამშრომელთა დიდ ნაწილს აქვს  მსოფლიო ბრენდებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. ჰუმანითი ჯორჯია, ეს არის დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე. ჩვენი კომპანიის სტრატეგიაა წარმოების სრული ციკლის აწყობა და   ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში დამკვიდრება, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია“, – აცხადებს ანდრეი კუზმა.

ქარხნის მშენებლობის პროცესში დასაქმდება 160 ადამინი, ხოლო ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, დასაქმებული პერსონალის რაოდენობა 440 ადამიანს გადააჭარბებს.

არსებული ინფორმაციით, ჰუმანითი ჯორჯია უკვე აწარმოებს მედიკამენტების იმპორტს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე და მისი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით. ჰუმანითი ჯორჯიას პრეპარატების ქართულ ბაზარზე რეალიზაცია შეღავათიან ფასებში იგეგმება.

ჰუმანითი  ჯორჯიას მიერ წარმოების სრული ციკლის აწყობა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხარისხის კონტროლზე ორიენტირება და უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მედიკამენტების იმპორტი, არის გარანტია იმისა, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტები გაიაფდება საშუალოდ 30 %–ით და მეტით, – აცხადებენ ჰუმანითი – ჯორჯიაში.

bpi.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …