მთავარი » ჯანდაცვა » ჰუმანითი ჯორჯია გრიპის ვირუსთან ბრძოლაში მონაწილეობას აგრძელებს
ფარმაცევტული კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ აგრძელებს გრიპის ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაში მონაწილეობას.

ჰუმანითი ჯორჯია გრიპის ვირუსთან ბრძოლაში მონაწილეობას აგრძელებს

ფარმაცევტული კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ აგრძელებს გრიპის ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაში მონაწილეობას და დედაქალაქში მოქმედ საოჯახო მედიცინის იმ ცენტრებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ემსახურებიან მოქალაქეებს, ჰუმანიტარული დახმარების სახით, გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატებს გადასცემს.

„ჰუმანითი ჯორჯიას“ აქციის ადრესატი ამჯერად საოჯახო მედიცინის ცენტრი – „მედსი“ აღმოჩნდა, რომელმაც კომპანიისგან ჰუმანიტარული დახმარების სახით პრეპარატ „სანტაქოლდის“ მოცულობითი პარტია პიიღო.

კომპანიის გენერალური დირექტორის ანდრიი კუზმას განცხადებით, გრიპის ვირუსის გავრცელების და მკურნალობის მიზნით, დედაქალაქში 24- საათიანი მომსახურების ცენტრების გახსნა დროული და მართებული ნაბიჯია და „ჰუმანითი ჯორჯიაჯანდაცის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას, რომ სეზონურად, გრიპის ვირუსის გავრცელების და მკურნალობის მიზნით, დედაქალაქში 24- საათიანი მომსახურების ცენტრებმა იმუშაონ, მიესალმება.

„ვფიქრობ, „ჰუმანითი ჯორჯიას“ ჰუმანიტარული აქცია, რომელიც თბილისში 24–საათიან რეჟიმში მომუშავე პირველადი ჯანდააცვის ცენტრების პაციენტების ანტიგრიპოზული პრეპარატებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, მართლაც, დროული და შესაბამისი საჩუქარი იქნება“, – განაცხადა ანდრეი კუზმამ.

კლინიკა „მედსის“ მენეჯერის, ნინო ქობულაძის თქმით, სასიამოვნოა, როცა ფარმაცევტული კომპანიები ყურადღებას იჩენენ და მიზნობრივად ერთვებიან ამა თუ იმ სეზონური გართულების საპრევენციო თუ სამკურნალო ღონისძიებებში:

„ჰუმანიტარული სახით ჩვენთვის გადმოცემული პრეპარატი „სანტაქოლდი“ ნამდვილად საჭირო იქნება ჩვენი პაციენტებისთვის. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ საჩუქრად გადმოცემულ პრეპარატს ვარგისიანობის საკმაოდ ხანგრძლივი ვადა გააჩნია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ საკმაო დროის მანძილზე გვექნება საშუალება, შესაბამისი ჩივილის დროს ჩვენი პაციენტები აღნიშნული პრეპარატით უსასყიდლოდ უზრუნველვყოთ“.

ანდრიი კუზმას განცხადებით, „ჰუმანითი ჯორჯია“, ეს არის დინამიკურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე და სურს, დამკვიდრდეს ფარმაცევტულ ბიზნესში, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია.

kvira.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …