ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია ჰუმანითი-ჯორჯია შემოდის. კომპანიის დირექტორის ანდრეი კუზმას განცხადებით, ჰუმანითი-ჯორჯია ახალ ბაზარზე ამბიციური გეგმებით შემოდის და უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში უკვე დეკემბრის ბოლოს შემოვა.
ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვენის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.
„ჩვენი კომპანიია ახალგაზრდაა, მაგრამ ჩვენი უპირატესობაა, რომ კომპანიის მენეჯმენტი დაკომპლექტებულია მსოფლიო გამოცდილების მქონე საუკეთესო სპეციალისტებით. კომპანიის თანამშრომელთა დიდ ნაწილს აქვს ისეთ მსოფლიო ბრენდებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება, როგორებიცაა SANOFI, PFIZER და სხვა. ჰუმანითი-ჯორჯია, ეს არის დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია, დავმკვიდრდეთ ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია“, – აცხადებს ანდრეი კუზმა.
კუზმას ინფორმაციით, მათი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.
საქართველოს პარლამენტის წევრი ანი მიროტაძე ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიკამენტებზე ფასების დარეგულირების ნაწილში.
„სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს მოსახლეობა, რომელთაც მედიკამენტების შეძენასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ, რადგან არ გააჩნიათ საკმარისი ფინანსური შესაძლებლობა. თუ ჰუმანითი-ჯორჯია დააკმაყოფილებს საქართველოს ბაზარზე ოპერირების ყველა წესს და კონკურენციას გაუწევენ უკვე გამოცდილ მოთამაშეებს, ეს მისასლმებელი იქნება.
კონკურენცია კი ხელს შეუწყობს ფასების დარეგულირებას და ასევე იმ ფაქტს, რომ სხვა სააფთიაქო ქსელებმა და კომპანიებმაც იფიქრონ და იზრუნონ მედიკამენტების გაიაფებაზე, ზოგადად, ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლა ხელს შეუწყობს ჯანსაღ კონკურენციას, რაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. გარდა ამისა, ახალი კომპანიის შემოსვლა ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ხოლო თითოეული ახალი სამუშაო ადგილი პრინციპულად მნიშვნელოვანია“.
პარლმენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი გიგა ბუკია ქართულ ბაზარზე ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსავლას გამოეხმაურა და ახალი კომპანის შემოსვლის აუცილებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გაიზრდება კონკურენცია, ხოლო მაღალი კონკურენცია ფასების დარეგულირებას გამოიწვევს. რაც შეეხება მათ მიერ შემოტანილი ჯენერიკების ხარისხს, მას მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრება დაარეგულირებს. ზოგადად, ჯენერიკების შემოტანა და გამოყენება ცუდი არ არის, რასაკვირველია. პირიქით, ეს გააიაფებს ჯანდაცვის ხარჯებს. მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობისა ფართო ფენებისათვის, რომელთაც სჭირდებათ აღნიშნული პრეპარატები.
ზოგადად ჯანსაღი კონკურენცია უნდა იყოს ფარმაცევტულ ბაზარზე დაშესაბამისად, ბაზარი თავისუფალი. გარდა ამისა, დაინტერესებულ კომპანიებს უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ ბაზარზე შემოსვლისა, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი. ჰუმანითი-ჯორჯია ცნობილი კომპანიაა, რომელიც ფლობს ხარისიხის დამადასტურებელ სერტიფიკატებს. მათ მიერ შემოტანილი მედიკამენტების ხარისხში კი, ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს“.
შპს ჰუმანითი-ჯორჯია რეგისტრირებულია 2015 წლის 29 აპრილს, რომელიც წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებული სხვადასხვა მწარმოებელი ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებული სამკურნალო საშუალებების სავაჭრო ლიცენზიის მფლობელს. აღნიშნული პროდუქტების მწარმოებელ კომპანიების უმრავლესობა არის ინდური და მათ დიდ ნაწილს გააჩნია საერთაშორისო GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკა) სერტიფიკატი.
შპს ჰუმანითი-ჯორჯია-ს მფლობელობით დარეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის უმრავლესობა წარმოადგენს ჯენერიკულ (არაპატენტირებული, კვლავ წარმოებული) სამკურნალო საშუალებებს. შპს ჰუმანითი-ჯორჯია-ს, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში წარმოდგენილი აქვს შეტყობინება საბითუმო რეალიზაციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, იგი უფლებამოსილია განახორციელოს ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო დისტრიბუცია, მათ შორის იმპორტი.