მთავარი » ჯანდაცვა » ჰოსპიტალური სექტორი – სამუშაო ადგილების შემქმნელი მთავარი ძალა შტატებში

ჰოსპიტალური სექტორი – სამუშაო ადგილების შემქმნელი მთავარი ძალა შტატებში

ჰოსპიტალური სექტორი აღმოჩნდა ამერიკის ეკონომიკისთვის ახალი სამუშაო ადგილების შემთავაზებელი მთავარი რესურსი.

შტატების სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, დეკემბრის თვესთან შედარებით კლინიკებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობამ იანვარში მოიმატა 23 700-ით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდს კი ეს მაჩვენებელი 188 800-ით აღემატება.

სამუშაო ადგილების განსაკუთრებული ტემპით ზრდა შეინიშნება ამბულატორიულ სექტორში. მაგალითად ფიზიო-თერაპევტების რაოდენობა გაიზარდა 6000-ით,  ექთნების 2400-ით, ბინის გამოძახებებზე მომუშავე მედპერსონალის კი 6300-ით. სამუშაო ადგილების შემცირება შეინიშნება მხოლოდ სტომატოლოგიაში.

აღსანიშნავია, რომ შტატებში სამედიცინო სფეროს მუშაკები ერთერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი დასაქმებულების კატეგორიას მიეკუთვნებიან.

fiercehealthcare.com

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …