მთავარი » ჯანდაცვა » ჰოსპიტალურ ქსელ მედალფას და საბურთალოს რაიონის გამგეობის ერთობლივი საქველმოქმედო აქცია
მედალფას ხელმძღვანელობამ საბურთალოს რაიონის გამგეობასთან ერთად საქველმოქმედო აქცია დაგეგმა საბურთალოს რაიონში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახებისთვის.

ჰოსპიტალურ ქსელ მედალფას და საბურთალოს რაიონის გამგეობის ერთობლივი საქველმოქმედო აქცია

ჰოსპიტალური ქსელი „მედალფას“ ხელმძღვანელობამ საბურთალოს რაიონის გამგეობასთან ერთად საქველმოქმედო აქცია დაგეგმა – აქციის ფარგლებში საბურთალოს რაიონში მცხოვრეი მრავალშვილიან ოჯახებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები და საჭირო ინსტრუმენტული კვლევები ჩაუტარდათ.

100-მდე ბენეფიციარს სამედიცინო მომსახურებასთან ერთად საჩუქრად გადაეცა პირველადი დახმარების მედიკამენტები.

„მედალფას“ ახალი მრავალპროფილური ამბულატორიული კლინიკა ინფრასტრუქტურითა და უახლესი აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაცუ ზრუნველყოფილია გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მაღალი ხარისხი და კომფორტული გარემო. კლინიკა „მედალფა“ მომხმარებელს აწვდის სრულ ამბულატორიულ სერვისს ერთ სივრცეში.

აქციას ესწრებოდნენ საბურთალოს რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე, გამგებლის მოადგილე გაიოზ ვასაძე, „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე, „მედალფას“ გენერალური დირექტორი კახი მუხიგულაშვილი, კლინიკა „მედალფას“ ხელმძღვანელი ქეთევან ჩახნაშვილი.

„ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ასეთ ინიციატივას კერძო სექტორის მხრიდან, რადგან ჩვენს თანამოქალაქეებზე ზრუნვა ჩვენი მთავარი ამოცანაა. მინდა მადლობა გადავუხადო კომპანია „მედალფას“ და იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება,“- განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

medianews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …