პროსტატის კიბოს სამკურნალო ჰორმონოთერაპია მამაკაცებში დეპრესიის განვითარების რისკს ზრდის.
ანდროგენების დათრგუნვა, ტესტოსტერონისა და სხვა მამაკაცური ჰორმონების დონის შემცირება ჰორმონოთერაპიის გზით კიბოს უჯრედების გავრცელებას მკვეთრად აფერხებს.
მკვლევარებმა 1992-დან 2006 წლამდე პერიოდში პროსტატის კიბოს 78 552 შემთხვევა შეისწვალეს. აქედან 33 382 დაავადების დასამარცხებლად ჰორმონოთერაპიას მიმართავდა. ირკვევა, რომ ამ პაციენტებში დეპრესიის ფაქტები 23%-ით გაიზარდა. შემთხვევათა დაახლოებით 29%-ში კი დეპრესიის სამკურნალოდ მათ ფსიქიატრიულ დაწესებულებებსაც კი მიმართეს. კვლევის მიხედვით, დეპრესიის სიმძიმე ჰომონოთერაპიის ხანგრძლივობის პროპორციულად იზრდება.