მთავარი » ჯანდაცვა » ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, აბსოლუტურად საგანგაშო მდგომარეობა არ არის – დავით ნარმანია
თბილისის მერის დავით ნარმანიას ხელთ არსებული ინფორმაციით, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, აბსოლუტურად საგანგაშო მდგომარეობა არ არის.

ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, აბსოლუტურად საგანგაშო მდგომარეობა არ არის – დავით ნარმანია

თბილისის მერის დავით ნარმანიას ხელთ არსებული ინფორმაციით, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, აბსოლუტურად საგანგაშო მდგომარეობა არ არის.

ამის შესახებ ნარმანიამ ჟურნალისტებთან ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს იმ კვლევის კომენტირებისად განაცხადა, რომლის მიხედვით, ჰაერის დაბინძურების კუთხით საქართველო მსოფლიო ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა. სააგენტოს კვლევა 2012 წლის მაჩვენებელს ემყარება.

„აბსოლუტურად საგანგაშო მდგომარეობა, ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, არ არის. თუმცა არის ცალკეული გადატვირთული უბნები, გამომდინარე ტრანსპორტის სიჭარბიდან და გამომდინარე იქიდან, რომ წლების განმავლობაში მწვანე საფარს ასეთ ადგილებში, ყურადღება არ ექცეოდა. სწორედ ამიტომ არის ჩვენი ამოცანა, მუნიციპალური ტრასპორტი გადავიყვანოთ ალტერნატიულ ენერგიაზე და გაზზე მომუშავე ავტობუსებზე გამოვაცხადეთ ტენდერი. ისევე როგორც ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ გამწვანების თვალსაზრისით“,-განაცხადა დედაქალაქის მერმა.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ახალი ანგარიშის თანახმად, ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული მიზეზების გამო, მსოფლიო მასშტაბით 6,5 მილიონი ადამიანი იღუპება. ექსპერტების მოსაზრებით, შესაბამისი ზომების მიღების გარეშე 2040 წლისთვის სიკვდილიანობის დონე 1 მილიონით გაიზრდება.

ანგარიშში მოყვანილია ცხრილი, რომლის თანახმად, 2012 წლის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი საქართველოში დაფიქსირდა. მეორე ადგილზე ბულგარეთი, მე-3-ზე კი ჩინეთია.

ამერიკულ საინფორმაციო პორტალ vox.com-თან საუბარში ექსპერტი ტიმ კოვაჩი განმარტავს, რომ საქართველოს პირველი ადგილი უკავია სატრანსპორტო სისტემის გაუმართაობის გამო. 

medianews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …