მთავარი » ჯანდაცვა » ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის მაჩვენებელი მცდარია – გარემოს დაცვის სამინისტრო
მეგრელიშვილის განმარტებით, სიკვდილიანობის მაჩვენებლის გამოთვლისას, ავტოპარკის გარდა, გასათვალისწინებელია შენობის შიდა ჰაერის მაჩვენებელიც.

ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის მაჩვენებელი მცდარია – გარემოს დაცვის სამინისტრო

სიკვდილიანობის ის მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც საქართველო, ჰაერის დაბინძურების გამო რეიტინგის პირველ ადგილზეა, რეალობას არ შეესაამება,  ამის შესახებ „ფორტუნასთან“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჰაერის დაცვის სამსახურის მართვის მთავარმა სპეციალისტმა, ნოე მეგრელიშვილმა განაცხადა.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, მსოფლიოს ქვეყნებს შორის დაბინძურებული ჰაერის გამო ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოში კვდება, ეს მაჩვენებელი კი მეგრელიშვილს არარეალურად ეჩვენება.

მისივე თქმით, დასაზუსტებელია კვლევის საწყისი მონაცემი, რადგან თუ საწყისი მონაცემი მცდარია, კვლევა ვერ იქნება რეალური.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს კვლევაში არ არის განმარტებული, რა იწვევს საქართველოში ჰაერის დაბინძურებას, თუმცა ჰაერის ხარისხის ექსპერტი ტიმ კოვაჩი ვარაუდობს, რომ პრობლემა გაუმართავი ავტოპარკის ბრალია. მეგრელიშვილის განმარტებით, კოვაჩი დასკვნის გაკეთებისას ეყრდნობა მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტროს ანგარიშს, ამიტომ მისი დასკვნა, დიდი ალბათობით, მცდარია.

მეგრელიშვილის განმარტებით, სიკვდილიანობის მაჩვენებლის გამოთვლისას, ავტოპარკის გარდა,  გასათვალისწინებელია შენობის შიდა ჰაერის მაჩვენებელიც. აღნიშნული კვლევა კი შენობის შიდა ჰაერის მაჩვენებლს არ ითვალისწინებს, რაც კვლევის არასრულფასოვნებაზე მიუთითებს.

ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადასაჭრელად გარემოს დაცვის სამინისტრო შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს. ნოე მეგრელიშვილის განცხადებით, ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით მთავარი პრობლემა ავტოტრანსპორტია.

2013 წლიდან ხორციელდება ჰაერის დაბინძურების შემცირების სახელმწიფო პროგრამა, რაც შემდეგ ღონისძიებებს მოიცავს:

  • ავტოპარკის გაახალგაზრდავება და ტექნიკური მონაცემების გაუმჯობესება;
  • საწვავის ხარისხი და მისი მონიტორინგი;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება;
  • საზოგადოებრივი თვითშეგნების ამაღლება და კვლევები – ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლისა და ადამიანის ჯანმრთელობის ურთიერთკავშირის შესახებ.

ამასთან, ყოველწლიურად მკაცრდება საწვავის ხარისხის კონტროლი. 2012 წლიდან დღემდე გოგირდის შემცველობა ბენზინში 25 %-ით  შემცირდა და 2017 წლიდან, ქვეყანას  ევროპული ხარისხის საწვავი ექნება.

საწვავის ხარისხზე, მაისში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ჯარიმა ნორმის დარღვევისთვის 8 ათასიდან 10 ათას ლარამდე მერყეობს, თუმცა ამ დრომდე, დაჯარიმების პრეცენდენტი, ნორმების დაურღვევლობის გამო არ დამდგარა.

fortuna.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …