მთავარი » მსოფლიო » ჰაერის დაბინძურება ბრიტანეთში წლის განმავლობაში 40 000-მდე ადრეული სიკვდილის შემთხვევას იწვევს
სამეფო კოლეჯის ცნობით, სწორედ ჰაერის დაბინძურებაა მიზეზი ბრიტანეთში წლიდან წლამდე მზარდი ასთმის, ფილტვის და სასუნთქი გზების, გულსისხძარღვთა დაავადებების.

ჰაერის დაბინძურება ბრიტანეთში წლის განმავლობაში 40 000-მდე ადრეული სიკვდილის შემთხვევას იწვევს

ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებები ბრიტანეთში წლის განმავლობაში ადრეული სიკვდილიანობის 40 000-მდე შემთხვევას იწვევს.

ბიბისის ცნობით, თამბაქოს კვამლი, დეოდორანტები და სხვადასხვა სახის არომატიზატორები ოთახში ჰაერს წამლავს. დიზელზე მომუშავე მანქანების წვლილი გარემოს დაბინძურებაში კი ჯერჯერობით კარგად შესწავლილი არც არის.

სამეფო კოლეჯის პედიატრიის განყოფილების ცნობით, სწორედ ჰაერის დაბინძურებაა მიზეზი ბრიტანეთში წლიდან წლამდე მზარდი ასთმის, ფილტვის და სასუნთქი გზების, ასევე გულსისხძარღვთა დაავადებებისა.

ინგლისელი ექიმების რჩევაა, მოქალაქეებმა მანქანით მგზავრობის ნაცვლად უპირატესობა მიანიჭონ მატარებელს. ისარგებლონ ველოსიპედით. ხშირად გაანიავონ საცხოვრებელი სახლები და რაც მთავარია, იარონ ფეხით.

Bbc.com

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …