მთავარი » ჯანდაცვა » H1N1 ვირუსით საქართველოში 8928 ადამიანია ინფიცირებული
სპეციალისტები H1N1 ვირუსის გავრცელების ინტენსივობას მომავალი კვირიდან ელიან.საფრთხეს წარმოადგინენ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, ორსულები,ბავშვები

H1N1 ვირუსით საქართველოში 8928 ადამიანია ინფიცირებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, H1N1 ვირუსით საქართველოში დადასტურებულად 8928 ადამიანია ინფიცირებული.

ცენტრის ცნობითვე, H1N1 ყველა ასაკობრივ ჯგუფშია გავრცელებული. ამასთან, ცენტრის სპეციალისტების განცხადებით, გრიპის გავრცელების ინტენსივობა საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში აცრილია 20 ათასამდე ადამიანი. მათ შორის 12 ათასი მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი პირი.

სპეციალისტები H1N1 ვირუსის გავრცელების ინტენსივობას მომავალი კვირიდან ელიან. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, განსაკუთრებით საფრთხეს წარმოადგინენ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, ორსულები და ბავშვები. ცენტრის რეკომენდაციით, მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი პირები უნდა მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და ვირუსის სიმპტომების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.

tabula.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …