მთავარი » ჯანდაცვა » გურამ მისაბიშვილი: PPP მოდელით მოგებული რჩება საზოგადოება
გურამ მისაბიშვილი ამბობს, რომ სამი საავადმყოფოს განვითარების მოდელი დაეხმარება მოსახლეობას, მიიღონ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება.

გურამ მისაბიშვილი: PPP მოდელით მოგებული რჩება საზოგადოება

მთავრობა თბილისის სამი საავადმყოფოს განვითარებას საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელით გეგმავს.

ე.წ. PPP მოდელი ნიშნავს, რომ სახელმწიფო და კერძო კომპანია ერთად განახორციელებენ განახლებული საავადმყოფოების მართვას.საკითხი შეეხება თბილისის სამ საავადმყოფოს: ბავშვთა ინფექციური, ონკოლოგიური და რესპუბლიკური საავადმყოფოები.

ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარები – ძლიერი რეგიონებისათვის“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მისაბიშვილი მიიჩნევს, რომ კერძო და საჯარო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი საინტერესოა, რადგან ინტერესი ორმხრივი იქნება:

„ეს პროექტი საინტერესოა უფრო იმიტომ, რომ მასში ჩართული იქნება როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო სექტორი. ასეთ დროს დაინტერესება ორმხრივია და როდესაც წარმატებაზეორივე მათგანი ფიქრობს, მოგებული რჩება საზოგადოება. ეს თავისთავად ცხადია”.

გურამ მისაბიშვილი ამბობს, რომ სამი საავადმყოფოს განვითარების მოდელი დაეხმარება მოსახლეობას, მიიღონ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება:

„ეს პროექტი უდაოდ დაეხმარება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომ ამ საავადმყოფოებში მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიიღონ. სამივე მათგანი ძალიან მნიშვნელოვანი სამედიცინო ცენტრია. თუ ისინიუფრო თანამედროვედ აღჭურვილი ობიექტები გახდება და იქ უკეთესი პირობები შეიქმნება, რასაკვირველია, ძალიან დადებითი მოვლენა იქნება მთლიანად საზოგადოებისათვის.

ტენდერის პირობებს დეტალურადარ ვიცნობ, თუმცა ის ფაქტი, რომ ტენდერი გამოცხადდა და ამ ობიექტებისათვის ახალი ერა იწყება, ნიშნავს, რომ ვითარება უკეთესობისკენ იცვლება. ამგვარი ცვლილებები მოსახლეობისათვის ძალიან სასარგებლო იქნება, რადგან ჯანდაცვა ისეთი თემაა, რომელზეც მუდამ წუხან ჩვენი მოქალაქეები.მათ სურთ, მიიღონ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება“.

ტენდერის ბოლო ეტაპზე გასულია კომპანია „ალფამედიკი“.საპარტნიორო ფონდს გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია, მოლაპარაკებები გრძელდება.

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …