გულის მსოფლიო დღე ყოველი წლის 29 სექტემბერს აღინიშნება. ეს დღე გულ-სისხლძარღვთა დაავადების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს ითვალისწინებს, რომლებშიც მონაწილეობა მსოფლიოში ყველას შეუძლია.
ესენციური მედიკამენტები გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მართვისათვის
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები დაავადებათა გლობალური ტვირთის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. მედიკამენტების გამოყენება გამიზნულია არა მხოლოდ მკურნალობის, არამედ პრევენციის მიზნით.
მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ბარიერი არსებობს კარდიო-ვასკულური მედიკამენტების ხელმისაწვდომობისთვის, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, მოწოდებულია მთელი რიგი ახალი შესაძლებლობისა, რათა გაუმჯობესდეს მედიკამენტების ხელმისაწვდომობა – სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით, როგორიცაა იაფი, ხარისხიანი-გენერიური მედიკამენტების ეფექტიანი შესყიდვა, ფიქსირებული დოზის კომბინაციის მედიკამენტების განვითარება და სადაზღვევო სქემების მეშვეობით წახალისების ხელშეწყობა.
მედიკამენტები ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ საშენ მასალას წარმოადგენს და ჯანდაცვითი ხარჯების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შედგენილია ძირითადი მედიკამენტების ნუსხა, რომლებიც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მართვისას. ესენია შემდეგი თერაპიული ჯგუფები:
v ანტითრომბოზული აგენტები (სტრეპტოკინაზა)
v გლიკოზიდები (დიგოქსინი)
v ანტიარითმული პრეპარატები I და III კლასის (ლიდოკაინი, ამიოდარონი)
v კარდიოსტიმულატორები-გლიკოზიდების გამოკლებით (დოპამინი, ეპინეფრინი)
v ვაზოდილატატორები (იზოსორბიდ დინიტრატი)
v ცენტრალური მოქმედების ანტიადრენერგული პრეპარატები (მეთილდოფა)*
v გლუვკუნთოვანი არტერიოლების აგენტები (ჰიდრალაზინი)
v დიურეზული საშუალებები (ჰიდრალაზინი,ფუროსემიდი)
v კალიუმის შემნახველი აგენტები (სპირონოლაქტონი)
v ბეტა ადრენო-ბლოკატორები (ბისოპროლოლი, კარვედილოლი, მეტოპროლოლი)
v კალციუმის არხების სელექტიური ბლოკატორები სისხლძარღვოვანი ეფექტით (ამლოდიპინი)
v კალციუმის არხების სელექტიური ბლოკატორები პირდაპირი კარდიალური ეფექტით (ვერაპამილი)
v ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორების ჯგუფი-აგფ ინჰიბიტორები (ენალაპრილი)
v ლიპიდ-დამაქვეითებელი აგენტები (სიმვასტატინი)
v ანალგეზური და ანტიპირეტული აგენტები (აცეტილსალიცილის მჟავა)
v შემდედებელ სისტემაზე მოქმედი აგენტები (ჰეპარინი, ვარფარინი)
v ინსულინი და სხვა ანტიდიაბეტური საშუალებები
*მეთილდოფა – არჩევის პრეპარატია გესტაციური ანუ ორსულობასთან ასოცირებული ჰიპერტენზიისას.
ზოგადად, პრეპარატის ხელმისაწვდომობა ხასიათდება შემდეგი 5 პარამეტრით:
ü არის თუ არა პრეპარატი დარეგისტრირებული ქვეყანაში (მოთხოვნა – მიწოდება)
ü არის თუ არა ხელმისაწვდომი პაციენტისათვის ფასის თვალსაზრისით
ü არის თუ არა ხელმისაწვდომი გეოგრაფიულად (ხელმისაწვდომობა – საჭიროება)
ü არის თუ არა ცნობილი პრეპარატი საზოგადოებისათვის (გამოწერა – პაციენტის დამყოლობა მკურნალობაზე ანუ უწერს თუ არა ექიმი და იღებს თუ არა პაციენტი)
ü არის თუ არა პრეპარატი ხარისხიანი (შეესაბამება თუ არა ადგილობრივად არსებულ სტანდარტებს) შესაძლებლობები
ჯანდაცვის სისტემის თვალსაზრისით, არსებობს შესაძლებლობები, რათა პროგრესი იქნას მიღწეული ამ მიმართულებით.
მსოფლიოს 192 ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა 2025 წლისათვის არაგადამდებ დაავადებათა სიკვდილიანობის 25%-ით შემცირების შესახებ.
ერთ–ერთი ძირითადი სტრატეგია ამ მიმართულებით, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდაა, განსაკუთრებით, მთავარი სისხლძარღვოვანი გართულებების – მიოკარდიუმის ინფარქტისა და თავის ტვინის ინსულტის პრევენციისა და მკურნალობის მხრივ. თანამედროვე ალგორითმით ეს მედიკამენტებია: ასპირინი, ბეტა-ბლოკერები, აგფ ინჰიბიტორები, სტატინები.
2017 წლიდან ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომლის სამიზნე ჯგუფს ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველი პირი წარმოადგენს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 100000-ის ჩათვლით და აქვს შემდეგი ქრონიკული დაავადებები:
- · გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
- ფილტვის ქრონიკული დაავადებები
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
- დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული)
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა პაკეტში მოიაზერება:
- ენალაპრილი
- ლოზარტანი
- ამლოდიპინი
- მეტოპროლოლი
- ამიოდარონი
- იზოსორბიდ დინიტრატი(იზომაკი)
- ვარფარინი
- კლოპიდოგრელი
- დიგოქსინი
- ფუროსემიდი
- სპირონოლაქტონი
- ატორვასტატინი
შაქრიანი დიაბეტის არსებობა განსაკუთრებით ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის გართულებათა რისკს, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ ნუსხაში ანტიდიაბეტური პრეპარატების არსებობა:
- მეტფორმინი
- გლიკლაზიდი
- გლიმეპირიდი
ამის შესახებ უნდა გვახსოვდეს!!!!
ქრონიკულ დაავადებათა და მათ შორის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მართვის ძირითადი დეფექტი ქვეყანაში მკურნალობაში წყვეტილობა, პრეპარატების ხშირი ცვლა და აქედან გამომდინარე, არაეფექტიანი მკურნალობაა.
აღნიშნულის საფუძველი მოსახლეობაში იმ სარგებლის მნიშვნელობის შესახებ გათვითცნობიერების დეფიციტია, რომელიც მოაქვს რეგულარულ, ადექვატურ მკურნალობას ხარისხიანი პრეპარატებით ე.წ. ადმინისტრირებადი დოზით.
Global Burden of Cardiovascular Disease
Access to Medications for cardiovascular Diseases in Low and Middle-Income Countries
Veronika J. Wirtz, Warren A. Kaplan, Gene F. Kwan, Richard O. Lain
https://doi.org/10.1161/CIRCULATION…
Circulation. 2016;133:2076-2085
Originally published May 23, 2016