მთავარი » ჯანდაცვა » გრიპის ვირუსის ცირკულაცია ლაბორატორიულად ჯერ არ გამოვლენილა
გრიპის ვირუსის ცირკულაცია ლაბორატორიულად ჯერ არ გამოვლენილა, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

გრიპის ვირუსის ცირკულაცია ლაბორატორიულად ჯერ არ გამოვლენილა

გრიპის ვირუსის ცირკულაცია ლაბორატორიულად ჯერ არ გამოვლენილა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საზოგადოებაში იზრდება აცრის კულტურა.

“ჯერჯერობით გარკვეული სიმშვიდეა. გრიპის ვირუსის ცირკულაცია ლაბორატორიულად ჯერ არ გამოვლენილა, ახლა ველოდებით ნოემბრის ბოლოს-დეკემბრის პირველ კვირაში. ვაკვირდებით სიტუაციას, წარმატებით მიმდინარეობს აცრები. სამიზნე პოპულაციების თითქმის 85% აცრილია. აცრის კუთხით როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორიც აქტიურობს. აცრის კულტურა იზრდება ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს ე.წ. ზედამხედველობის ქსელი ანუ ვაკონტროლებთ ქვეყანაში ვირუსების ცირკულაციას”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აქვე, მან მოსახლეობას რეკომენდაციებითაც მიმართა და ურჩია ჰიგიენური ნორმები დაიცვან და დროულად ჩაიტარონ აცრები.

medianews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …