მთავარი » ჯანდაცვა » გრიპის ვირუსის ცირკულაცია ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა
ჩვენ ზედამხედველობის სერიოზული სისტემა გვაქვს, ვაკონტროლებთ, რა ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში. ჯერჯერობით, ლაბორატორიულად გრიპის ვირუსის ცირკულაცია არ დაფიქსირებულა

გრიპის ვირუსის ცირკულაცია ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა

ჯერჯერობით, ლაბორატორიულად გრიპის ვირუსის ცირკულაცია არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განუცხადა.

“ჩვენ ზედამხედველობის სერიოზული სისტემა გვაქვს, ვაკონტროლებთ, რა ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში. ჯერჯერობით, ლაბორატორიულად გრიპის ვირუსის ცირკულაცია არ დაფიქსირებულა. თუმცა, სხვადასხვა ტიპის რესპირატორული ვირუსები ქვეყანაში არის”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …