მთავარი » ჯანდაცვა » გრიპის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციულ ღონისძიებათა კამპანია დაიწყო
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი პირველი ჩაერთო ვირუსული გრიპის გავრცელების კონტროლისა და პრევენციის ღონისძიებებში.

გრიპის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციულ ღონისძიებათა კამპანია დაიწყო

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციის მიხედვით, გრიპის პრევენციის ერთ-ერთი კომპონენტი, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სადეზინფექციო დისპენსერების მონტაჟია.

უმაღლესი განათლების დაწესებულებებს შორის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი პირველი ჩაერთო ვირუსული გრიპის გავრცელების კონტროლისა და პრევენციის ღონისძიებებში. უნივერსიტეტის სასწავლო და ადმინისტრაციულ შენობებში, ასევე, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და სტომატოლოგიურ კლინიკებში ხელის დასამუშავებელი სადეზინფექციო დისპენსერები დამონტაჟდა.

პარალელურად დაიწყო საინფორმაციო კამპანია, გრიპის პროფილაქტიკისა და პრევენციის მიზნით, ხელების ჰიგიენის მნიშვნელობის შესახებ. არსებული ვითარების გასაცნობად თსსუ-ს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ესტუმრა. ის სტუდენტებსა და რექტორატს შეხვდა, მადლობა გადაუხადა საოჯახო მედიცინის სადღეღამისო ცენტრებში გაწეული დახმარებისთვის, გრიპის პრევენციის მიზნით, სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის და პირადად დაათვალიერა სადეზინფექციო დისპენსერები.

ნინო ბერძულმა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც მიმართა და მაღალი ავადობის პირობებში, ინფექციის გავრცელების კონტროლისა და პრევენციის მიზნით, სასწავლებლების სადეზინფექციო დისპენსერებით აღჭურვის რეკომენდაცია მისცა.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …