მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში შშმ პირთათვის სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნება
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პროგრამაში "პოლონეთის დახმარება საქართველოს 2017" გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ერთადერთია იმ თვითმმართველობებს შორის, რომელმაც ყველა საკონკურსო პირობა დააკმაყოფილა და სოფელ ტინისხიდში შ.შ.მ.პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნაზე ფინანსური მხარდაჭერა მიიღო.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში შშმ პირთათვის სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნება

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პროგრამაში “პოლონეთის დახმარება საქართველოს 2017” გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ერთადერთია იმ თვითმმართველობებს შორის, რომელმაც ყველა საკონკურსო პირობა დააკმაყოფილა და სოფელ ტინისხიდში შშმ პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნაზე ფინანსური მხარდაჭერა მიიღო.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შენობის გარემონტება და შესაბამისი ინვენტარიზაცია.

სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი არა გხოლოდ გორის, არამედ რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების ბენეფიციარებსაც მოემსახურება. პირველ ეტაპზე სარეაბილიტაციო ცენტრის გარემონტებისთვის 467 604 ზლოტია (300 ათას ლარზე მეტი) გამოყოფილი. ცენტრის გახსნა მიმდინარე წლის ნოემბერშია დაგეგმილი.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა უკვე რამდენიმე თვეა თანამშრომლობს პოლონეთში რაჩიეჰოვიცეს და გოლდაპის მუნიციპალიტეტებთან. პოლონელ პარტნიორებს მსგავსი სარეაბილიტაციო ცენტრების ფუნქციონირების არაერთი წარმატებული მაგალითი აქვთ, გორის მუნიციპალიტეტისთვის კი ეს სიახლეა სადაც პოლონური მხარის გამოცდილების გაზიარება მოხდება.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა თანამშრომლობს პოლონურ თვითმმართველ ერთეულებთან და სხვა არაერთი პროექტი აქვს წარდგენილი როგორს პოლონურ ისე ევროკავშირის ფონდებში.

etanews.ge

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …