მთავარი » ჯანდაცვა » გორის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება
გორის მოსახლეობისთვის სამედიცინო გამოკვლევები 23 აპრილს, 10:00-დან 18:00 საათამდე, ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში მდებარე ამბულატორიის შენობაში ჩატარდება.

გორის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება

გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, უფასო სამედიცინო გამოკვლევები 23 აპრილს, 10:00-დან 18:00 საათამდე, ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში მდებარე ამბულატორიის შენობაში ჩატარდება.

აქციაში ჩაერთვებიან თბილისის წამყვანი კლინიკების მაღალკვალიფიციური სპეციალისტები: ნევროპათოლოგები, რევმატოლოგები და ანგიოლოგები. ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს ამ აქციით და მიიღოს კვალიფიციური ექიმის კონსულტაცია.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა სოფლებიდან მოსახლეობის ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს. 

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …