მთავარი » ჯანდაცვა » გორის ჰოსპიტალს ელექტრონული ჯანდაცვის ლიცენზიები გადაეცა
დავით სერგეენკომ თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას გორის სამხედრო ჰოსპიტალის ელექტრონულ ჯანდაცვაზე გადასვლისთვის საჭირო ლიცენზიები გადასცა.

გორის ჰოსპიტალს ელექტრონული ჯანდაცვის ლიცენზიები გადაეცა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას გორის სამხედრო ჰოსპიტალის ელექტრონულ ჯანდაცვაზე გადასვლისთვის საჭირო ლიცენზიები გადასცა.

ღონისძიების დასაწყისში მინისტრებმა ავღანეთში თავდასხმის შედეგად უმცროსი სერჟანტის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს და წუთიერი დუმილით მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

მათვე გორის სამხედრო ჰოსპიტალის ეზოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მედიკოსების მემორიალური დაფა მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს. 5000 ლიცენზია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო დოკუმენტების გაწერილი სტანდარტებით ელექტრონულად წარმოების საშუალებას მისცემს.

სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი, სხვადასხვა პროგრამის საშუალებით, ისტორიებს ელექტრონულად უკვე აწარმოებს. მიუხედავად ამისა, ამ დრომდე არ არსებობდა საერთო სტანდარტი, რომელიც სისტემის შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას უზრუნველყოფდა.

ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა მკურნალ ექიმსა და პაციენტს სამედიცინო ისტორიაზე, გადატანილ დაავადებებზე, ჩატარებულ დიაგნოსტიკურ კვლევებსა და იმუნიზაციის სტატუსზე სრულყოფილად წვდომის საშუალებას მისცემს. ასევე, უზრუნველყოფს პაციენტების ინფორმირებულობას ინდივიდუალური რეკომენდაციების, დანიშნულების და ჩასატარებელი კონსულტაციების შესახებ. სისტემის საშუალებით, შესაძლებელი გახდება მკურნალობის პროცესში არასაჭირო – დუბლირებული კვლევებისა და დანახარჯების თავიდან აცილება.

ელექტრონული სისტემა კლინიკებს, ჯანდაცვის სამინისტროსა და პაციენტს შორის სამედიცინო მოვლის ხარისხისა და ფინანსური ბალანსის შესახებ სრულყოფილ კომუნიკაციას უზრუნველყოფს. მისი საშუალებით, სამედიცინო დოკუმენტაციის რაციონალურად წარმოება და ჯანდაცვის პროექტების ხარჯთეფექტური მართვა იქნება შესაძლებელი.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …