გაეროს გათვლებით, გლობალური დათბობის გამო, 2030 წლითვის, მსოფლიოს ყოველწლიური ზარალი 2 ტრილიონი დოლარი იქნება.
ორგანიზაცია ზარალის ძირითად მიზეზად გაუსაძლისი სიცხის გამო შრომისუნარიანობის დაქვეითებას ასახელებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სიცხის გამო სოფლის მეურნეობის სექტორში გარკვეული სამუშაოს შესრულება გართულდება.
შრომისუნარიანობის დაქვეითების გამო, 43 ქვეყანაში, ძირითადად აზიის ქვეყნებში, ეკონომიკები შემცირდება. ანგარიშის ავტორი აღნიშნავს, რომ გლობალური დათბობა გარდაუვალია და პიკს მიაღწევს 2050 წელს. ძირითადად რისკები ეზრდება დაბალშემოსავლიან ქვეყნებს. ამასთან, ჩრდილოეთის ქვეყნები – რუსეთი, ნორვეგია, შვედეთი შესაძლოა ზამთრის პერიოდში ძლიერი ყინვების გამო, დაზარალდნენ.