მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » გლობალური ალიანსის როლი ჯანდაცვის სისტემაში მნიშვნელოვანია
გლობალური ალიანსის როლი ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე ცვლილებებში იმედის მომცემია-პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენელი ირინა ქაროსანიძე

გლობალური ალიანსის როლი ჯანდაცვის სისტემაში მნიშვნელოვანია

გლობალური ალიანსის საქმიანობას დადებითად აფასებენ პოლიტიკოსი, მედიკოსები და ექსპერტები. 

საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფომები და უკვე განხორციელებული პროექტები დადებითად შეაფასეს და წარმატებული უწოდეს პოლიტიკოსებმა, მედიკოსებმა და ექსპერტებმა. საქართველოს ჯანდაცვის სფეროს წარმატებაზე და ეფექტურობაზე საუბრობს გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი. 

„გამიჩნდა სურვილი, რომ უფრო მეტად დავეხმარო საქართველოს. მზად ვარ ყველას გავუზიარო გამოცდილება, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობის შედეგად დამიგროვდა, კერძოდ კი, საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მუშაობისას, რადგან ამ ქვეყანაში მე დავინახე ხელსაყრელი ნიადაგი, რომელშიც ნამდვილად შესაძლებელი იქნება ნაყოფის მიღება გლობალ ალიანსისა და მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგად”,-  აღნიშნა კუშნერმა.

პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენელს  ირინა ქაროსანიძეს  ბოლო სამი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სისტემაში გატარებული რეფორმებიდან ყველაზე მნიშვნელოვან რეფორმად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედება მიაჩნია.

„ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია რეცეპტების ინსტიტუტის ამოქმედება და სტრატეგიულ დოკუმენტზე მუშაობა, რომელიც ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებასა და რეფორმას ეხება. მათ შორის აქტუალური და პრიორიტეტულია პირველადი ჯანდაცვის რეფორმა. ის ფაქტი, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ამ ეტაპზე პირველადი ჯანდაცვის რეფორმა დააანონსა, ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს გააუმჯობესებს ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას. ეს ძალიან გრძელვადიანი პერსპექტივით ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნამდვილად გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

თუ საყოველაო ჯანდაცვის მხრივ არსებულ სტაბილურობას შევინარჩუნებთ, მოსახლეობისთვის  არაჩვეულებრივი იქნება. რეცეპტების ინსტიტუტის ამოქმედება სერიოზული ნაბიჯია, რაც წინა წლებში არც კი წარმოგვედგინა. სამინისტროს დამოკიდებულება, ზოგადად, რეფორმების მიმართ და პირველადი ჯანდაცვის პრიორიტეტულობა ძალიან დიდ იმედებს გვაძლევს“.

პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენელი დადებითად აფასებს ,,გლობალ ალიანსის“ ჩართულობას და მათი საქმიანობის ეფექტიანობას საბოლოო სტრატეგიული დოკუმენტის შემდეგ შეაფასებს:

„ამ ეტაპზე პერიოდულად ჩამოდიან ექსპერტები, სწავლობენ ჩვენს მდგომარეობას, გვხვდებიან სპეციალისტებს. რა თქმა უნდა, ბოლოს მომზადებული დოკუმენტი ძალიან კონცეპტუალური იყო და არ გვაქვს შენიშვნები, გარდა იმისა, თუ იქნება რეალისტური დანერგვის თალსაზრისით. ამ ეტაპისთვის ,,გლობალური ალიანსის“ როლი ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე ცვლილებებში  იმედის მომცემია“.

bfm.ge

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …