მთავარი » ჯანდაცვა » გლობალმედმა ჰუმანითი ჯორჯიასგან ჰუმანიტარული დახმარება მიიღო
პედიატრიულმა კლინიკა გლობალმედმა ფარმაცევტული კომპანია ჰუმანითი ჯორჯიასგან ჰუმანიტარული დახმარება,პატარა პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტები მიიღო.

გლობალმედმა ჰუმანითი ჯორჯიასგან ჰუმანიტარული დახმარება მიიღო

პედიატრიულმა კლინიკა “გლობალმედმა” ფარმაცევტული კომპანია “ჰუმანითი ჯორჯიასგან” ჰუმანიტარული დახმარება მიიღო.

“ჰუმანითი ჯორჯიას” გენერალური დირექტორის, ანდრიი კუზმას განცხადებით, კომპანია აგრძელებს კლინიკებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აქციას.

“ჩვენი აქციის ფარგლებში დღეს პედიატრიულ კლინიკა “გლობალმედს” ვესტუმრეთ და ჰუმანიტარული დახმარების სახით პატარა პაციენტებისთვის საჭირო ის მედიკამენტები გადავეცით, რომელიც მათი მკურნალობის პროცესისთვისაა აუცილებელი.

აქვე მინდა ვთქვა, რომ “ჰუმანითი ჯორჯიას” უკლებლივ ყველა პრეპარატი დამზადებულია საუკეთესო ფარმაცევტულ ქარხნებში, რომლებიც ფლობენ GMP–ის სერთიფიკატს და მათ დამატებით, ასევე გავლილი აქვთ ხარისხის სერიული კონტროლი.

იმედი მაქვს, ჩვენი დღევანდელი ჰუმანიტარული აქცია “გლობალმედის” პატარა პაციენტებს ყოფას შეუმსუბუქებს. ჰუმანიტარული მიმართულება ჩვენი ერთ–ერთი პრიორიტეტია და კომპანია ამ მიმართულების განვითარებას მომავლშიც გეგმავს”, – აღნიშნა ანდრეი კუზმამ.

მისივე განმარტებით, “ჰუმანითი ჯორჯიას” პრეპარატების მთავარი უპირატესობა, მაღალ ხარისხთან ერთად არის ის, რომ არსებულ ანალოგებთან შედარებით, ისინი გაცილებით დაბალ ფასად არის წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე. ჰოლდინგ “გლობალმედის” გენერალური დირექტორის, გოჩა ცინცაძის თქმით კი, სასიამოვნოა ფაქტია, როცა ფარმაცევტული კომპანია კლინიკებისადმი ყურადღებას იჩენს და ჰუმანიტარულ აქციათა სერიას ატარებს.

“რა თქმა უნდა, ჩვენი კლინიკისთვის მნიშვნელოვანია “ჰუმანითი ჯორჯიას” მიერ განხორციელებული აქცია. მიმაჩნია, რომ გარდა იმ სიახლეებისა, რასაც ეს კომპანია საზოგადოებას პირდება, საუბარია ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პრეპარატებით ბაზრის მომარაგებაზე, მათი ჰუმანიტარული მიმართულებაც აღსანიშნი და დასაფასებელია”, – აღნიშნა მან.

არსებული ინფორმაციით, გარდა 250–მდე დასახელების ხშირი მოხმარების ხარისხიანი პრეპარატის მისაღებ ფასად იმპორტისა, “ჰუმანითი ჯორჯიას” ამბიციური გეგმები აქვს ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების მიმართულებითაც.

კერძოდ, კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, საპარტნიორო ფონთან თანაშრომლობით ხორციელდება ერთობლივი პროექტი, რომელიც ულტრათანამედროვე ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს. ქარხანა აღჭურვილი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცირებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორიით და თანამედროვე სასაწყობო მეურნეობით.

“ჰუმანითი ჯორჯიას” კარდიოლოგიური ჯგუფის პრეპარატები უკვე იყიდება ყველა წამყვან სააფთიაქო ქსელში და მათი შეძენა მომხმარებელს, ანალოგებთან შედარებით, მინიმუმ 30%–ით იაფად შეუძლია. უახლოეს მომავალში ბაზარი “ჰუმანითი ჯორჯიას” სხვა ჯგუფის პრეპარატებითაც მომარაგდება. 

ანდრიი კუზმას განცხადებით, “ჰუმანითი ჯორჯია”, ეს არის დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის ბაზარზე და სურს დამკვიდრდეს ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …