მთავარი » ჯანდაცვა » გლობალ ალიანსი და სამინისტრო ერთად იმოქმედებენ ჯანდაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად
უკვე 6 თვეზე მეტია ვთანამშრომლობ მინისტრთან და მის კოლეგებთან და შემიძლია დაგარწმუნოთ რომ წარმატებით მივიწევთ წინ ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების კუთხით.

გლობალ ალიანსი და სამინისტრო ერთად იმოქმედებენ ჯანდაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად

დღეს, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საზოგადოებას სამინისტროს 3 წლიანი მუშაობის ანგარიშს წარუდგენს.

მოწვეულ სტუმრებს შორის არიან მთავრობის წევრები, სამედიცინო საზოგადოება, საკანონმდებლო ორგანოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

საკონსულტაციო ჯგუფი “გლობალ ალიანსი”(GAHSC) პრეზედინტი ჟან-ელი მალკინი:

“დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ანგარიშის წარმოდგენაზე, სადაც დავადასტურებდი ჩემი შეფასებით მისი 3 წლიანი, თავდადებული მუშაობის შედეგებს.  როგორც გლობალური ალიანსის პრეზიდენტი უკვე 6 თვეზე მეტია ვთანამშრომლობ მინისტრთან და მის კოლეგებთან ერთად და შემიძლია დაგარწმუნოთ რომ წარმატებით მივიწევთ წინ ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების კუთხით.

მსურს ხაზი გავუსვა რამდენიმე მაგალითს: პირველ რიგში ყველაზე დიდ პროგრესს საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის განვითარებაში, სადაც ის პროაქტიულია ამ პროგრამის ეფექტიანობის, და კერძოდ ხარჯთეფექტიანობის მიმართულებაზე ზრუნვაში. მეორე მაგალითის სახით მსურს ხაზი გავუსვა უმნიშვნელოვანესს – C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, სადაც საქართველო მოწინავეა და საუკეთესო პრაქტიკის მომცემი ყველა ქვეყნისთვის, სადაც ამ დაავადების მართვა დიდი გამოწვევაა.

სხვა კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მინისტრმა დასახა პრიორიტეტად, არის პირველადი ჯანდაცვის სისტემა. გლობალური ალიანსი აქტიურად მუშაობდა სამინისტროსთან, რათა გაკეთებულიყო მნიშვნელოვანი აქცენტები პირველადი ჯანდაცვის მიწოდების სისტემის ხელმისაწვდომობაზე მოსახელობისთვის.

მე მსურს გავამხნევო მინისტრი და გამოვუცხადო სრული მხარდაჭერა გლობალური ალიანსის სახელით: ჩვენ, გლობალ ალიანსი და სამინისტრო ერთად ვიმოქმედებთ საქართველოში ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისთვის”.

ipress.ge

iPress.Ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …