ბრიტანული გლაქსოსმიტკლაინი შვეიცარიული კომპანია ნოვარტისის აქტივების გაყიდვიდან 2 წლის შემდეგ საკუთარი ბიზნესის გაფართოებას ონკოლოგიის მიმართულებით გეგმავს.
კომპანიის ონკოლოგიური მიმართულების დირექტორი ჰუს აქსელი აცხადებს, რომ კომპანია ონკოლოგიის მიმართულებით კვლევების ჩატარებას და შესაბამისი მედიკამენტების გაფართოებაზე ზრუნავს იწყებს.
Firstwordpharma-ს ცნობით,გლაქსოსმიტკლაინი გეგმავს, იმ კომპანიების რიგში მოხვედრას, რომლებიც ახალი თაობის პრეპარატების დანერგვაზე მუშაობენ.
ბრიტანული კომპანიის გეგმებში, 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ეპიგენეტიკური ბაზრის ლიდერობაც შედის.