მთავარი » ჯანდაცვა » გია ბაღაშვილი: კარგი იქნება, თუ გამოკითხვის დასრულების შემდეგ მოსახლეობის აზრს გაითვალისწინებენ
მუსიკოსი გია ბაღაშვილი დადებითად აფასებს სოციალურ ინიციატივას "რა გაწუხებთ"? და ჯანდაცვის სფეროში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.

გია ბაღაშვილი: კარგი იქნება, თუ გამოკითხვის დასრულების შემდეგ მოსახლეობის აზრს გაითვალისწინებენ

„რა გაწუხებთ?“ „გლობალური ალიანსის“ სოციალური ინიციატივაა, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად. აქცია მიზნად ისახავს მოქალაქეების გამოკითხვას და ჯანდაცვის სფეროს კონკრეტული პრობლემების გამოვლენას.

მუსიკოსი გია ბაღაშვილი დადებითად აფასებს აღნიშნულ ინიციატივას და ჯანდაცვის სფეროში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს:

„კარგი იქნება, გამოკითხვის დასრულების შემდეგ მოსახლეობის აზრს თუ გაითვალისწინებენ. ზოგადად, ნებისმიერი სოციოლოგიური გამოკითხვით მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვანია. იგი იმ საჭიროებების სრულ სურათს იძლევა, რაც მოსახლეობას აწუხებს.

უკუკავშირის გარეშე, მოგეხსენებათ, მართვა ეფექტური ვერ იქნება. ხელისუფლება რომ გამოკითხვის შედეგებს გაითვალისწინებს, ამის იმედს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები მაძლევს. თავად ბატონ მინისტრს აქტიური კომუნიკაცია აქვს მასმედიასთან, საზოგადოების ფართო წრეებთან. იგი გახსნილი პიროვნებაა და საერთო შთაბეჭდილებაც ისეთია, რომ სამინისტროც ღიაობისთვისაა მოწოდებული,“- აცხადებს გია ბაღაშვილი.

მოსახლეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით კითხვარების შევსება შეუძლია ვებგვერდზე: http://1505.ge და ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებში. გამოკითხვის შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

kvira.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …