მოქალაქეებს, რომელთაც ღვიძლის ტრანსპლანტაცია ესაჭიროებათ სავარაუდოდ 2017 წელს ერთჯერადად 10 ათასის ნაცვლად, 50 000 ლარი გამოეყოფათ.
„მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, წლის განმავლობაში რიგითობისა და მოცდის პრინციპის დაცვით 5 პაციენტი დაფინანსდება. 2017 წელს ცვლილება შევა „ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა ორსულებში“ პროგრამაშიც, რომელსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს.
პროგრამით მოსარგებლე ყველა ბენეფიციარს 2017 წელს პირველად ჩაუტარდება მედიკამენტოზური პროფილაქტიკა. სიახლეები იქნება დასაქმების სააგენტოშიც. უწყების 2017 წლის ბიუჯეტი 1 062 300 ლარით განისაზღვრება.
საკითხებზე დღეს – აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის პროგრამების პროექტების, საჯარო განხილვისას ისაუბრეს.