მთავარი » მსოფლიო » გერმანულმა BioNTech-მა და ჩინურმა DualityBio-მ კიბოს წამლის შექმნის მიზნით 1,5-მილიარდდოლარიანი ხელშეკრულება გააფორმეს

გერმანულმა BioNTech-მა და ჩინურმა DualityBio-მ კიბოს წამლის შექმნის მიზნით 1,5-მილიარდდოლარიანი ხელშეკრულება გააფორმეს

გერმანული ფარმაცევტული გიგანტი BioNTech და ჩინური ბიოტექნოლოგიური კომპანია DualityBio სიმსივნის სამკურნალო მედიკამენტის შექმნის მიზნით თანამშრომლობას იწყებენ. გარიგების თანხა 1,5 მილიარდი დოლარია.

BioNTech-მა ორშაბათს განაცხადა, რომ ჩინურ კომპანიასთან უკვე მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, რომლის მიზანიც კიბოს საწინააღმდეგო ანტისხეულების ორი კანდიდატი პრეპარატის შექმნა და კომერციალიზაციაა.

მხარეების განცხადებით, აღნიშნული პრეპარატების მიზანია სოლიდური სიმსივნეების საწინააღმდეგო კომბინირებული თერაპიის შემუშავება.

აღნიშნული პრეპარატები განკუთვნილია კიბოს უჯრედების მიზანმიმართულ განადგურებაზე ჯანმრთელი ქსოვილის დაზიანების გარეშე.

DualityBio შეინარჩუნებს კომერციულ უფლებებს კონტინენტურ ჩინეთში, ჰონგკონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რაიონში და მაკაოს ადმინისტრაციულ რაიონში, BioNTech-ის კომერციული უფლებები კი დანარჩენ მსოფლიოზე გავრცელდება.

ამის მიუხედავად, DualityBio-ს აქვს შანსი, ერთერთი პრეპარატის კომერციალიზაცია აშშ-ში მოახდინოს.

DualityBio-ს წამყვანმა კანდიდატმა DB-1303-მა ამერიკის მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტების ხარისხზე სანიტარული ზედამხედველობის სამმართველოსგან (FDA) მიიღო აღნიშვნა Fast Track, რაც გულისხმობს მედიკამენტის შემუშავების და ტესტირების პროცესის დაჩქარებას. პრეპარატი კლინიკური შემუშავების სამი ეტაპიდან მეორეზე იმყოფება.

 

კიბოს საწინააღმდეგო  წამლის ერთობლივი შემუშავებისა და კომერციალიზაციის მიზნით, მარტის ბოლოს BioNTech-მა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას კერძო კომპანია OncoC4 Inc-თან.

 

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …