შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკო, მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული და შრომისა და დასაქმების პოლიტიკის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია გერმანიის შრომისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს ანეტე კრამესა და ამავე სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
საუბარი საქართველოში არსებულ შრომისა და დასაქმების პოლიტიკას შეეხო.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით 2013 წლიდან შრომისა და დასაქმების კუთხით არაერთი ცვლილება განხორციელდა. შეიქმნა შრომის ახალი კოდექსი, ჩამოყალიბდა შრომის ინსპექტირებისა და მედიაციის სამსახურები. შეიქმნა სამმხრივი კომისია, რომლიც ფარგლებშიც შრომის ძირითადი სტრატეგია განისაზღვრება.ცვლილებები განხორცილედა შრომის უსაფრთხოების სტანდარტების კუთხითაც.
ანეტე კრამეს თქმით, გერმანია დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობით, რადგან ქვეყანამ ასოცირების ხელშეკრულებას უკვე მოაწერა ხელი. კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე, კი უკვე სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმსჯელებენ.