10 მაისს ქუთაისს ევროპელი პროფესორი პეტერ შმიდეკი ესტუმრება.
ცნობილი გერმანელი ნეიროქირურგი 10 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით უფასო სამედიცინო კონსულტაციებს გამართავს ნეიროქირურგიულ, მათ შორის ნეიროვასკულურ და ნეირონკოლოგიურ პაციენტებთან, საჭიროების შემთხვევაში პროფესორი შმიდეკი ქირურგიულ ჩარევებსაც ჩაატარებს.
სამედიცინო კონსულტაციები 11:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე გაიმართება და წარმოებს წინასწარი ჩაწერა ნომერზე +995 32 2 55 05 05.