მთავარი » მსოფლიო » გასულ წელს ფარმა კომპანიებმა რეკლამაზე 5,15 მილიარდი დოლარი დახარჯეს
ანალიტიკოსების პროგნოზით, 2016 წელს ფარმაცევტული კომპანიების მიერ რეკლამაზე დახარჯული თანხა კიდევ უფრო გაიზრდება.

გასულ წელს ფარმა კომპანიებმა რეკლამაზე 5,15 მილიარდი დოლარი დახარჯეს

გასულ წელს ფარმაცევტული კომპანიების მიერ პირდაპირ რეკლამაზე დახარჯული თანხა რეკორდული აღმოჩნდა.

კვლევითი კომპანია Nielsen-ის ცნობით, პროდუქციის რეკლამირებისთვის დახარჯულმა თანხამ 2015 წელს 5,15 მილიარდი დოლარი შეადგინა. საინტერესოა, რომ დროის ამ პერიოდში დოლარი 2014 წელთან შედარებით 14,9%-ით იყო გამყარებული.

რეკლამაში ჩადებული თანხით ლიდერ კოპმანიად Valeant-ი გვევლინება. სიის მეორე ადგილს ფრანგული Sanofi იკავებს. მესამე ადგილზეა – Merck & Co. მეოთხე ადგილს  GlaxoSmithKline-ი იკავებს. ხუთეულს კი ამერიკული Gilead -ი ასრულებს. სწორედ ამ კომპანიის დამსახურებაა C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარტ ჰარვონის საქართველოში შემოტანა.

ანალიტიკოსების პროგნოზით, 2016 წელს ფარმაცევტული კომპანიების მიერ რეკლამაზე დახარჯული თანხა კიდევ უფრო გაიზრდება.

pharma.net.ua

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …