მთავარი » მსოფლიო » გასულ წელს ფარმა კომპანიებმა რეკლამაზე 1,53 მილიარდი დოლარი დახარჯეს
ფარმაცევტული კომპანიების მიერ ჟურნალში გამოქვეყნებულ რეკლამაზე დახარჯულმა თანხამ 2015 წლის მონაცემებით 1,53 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

გასულ წელს ფარმა კომპანიებმა რეკლამაზე 1,53 მილიარდი დოლარი დახარჯეს

ფარმაცევტული კომპანიების მიერ ჟურნალში გამოქვეყნებულ რეკლამაზე დახარჯულმა თანხამ  2015 წლის მონაცემებით 1,53 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ინფორმაციას ნილსენის კვლევითი კომპანია აქვეყნებს. საინტერესოა, რომ ეს ციფრი 19%-ით აღმატება 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ფარმაცევტული კომპანიების საერთო დანახარჯებიდან კი 30% სწორედ რეკლამაზე მოდის.

ცოტა ხნის წინ, ამერიკის სამედიცინო ასოციაცია სამედიცინო პრეპარატების პირდაპირი რეკლამის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა.

ამერიკის მთავარმა სარეკლამო ასოციაციამ კი ამ შემთხვევაში ფარმაცევტული ინდუსტრიის ინტერესების დაცვის გადაწყვეტილება მიიღო.

pharma.net.ua

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …