2017 წლის 13-15 ივნისს საქართველოს დელეგაცია, ცენტრის გენერალური დირექტორის, ბატონი ამირან გამყრელიძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას იღებს გარემოსა და ჯნმრთელობის მე-6 მინისტერიალში, რომლსაც მასპინძლობს ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა ქ. ოსტრავაში.
მინისტერიალი მიმდინარეობს გარემოსა და ჯანმრთელობის პროცესის ეგიდით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისის, გაერთაიანებული ერების გარემოს პროგრამისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების თანამონაწილეობით.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ჯანმო-ს ევროპის რეგიონის 53 ქვეყნის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მინისტრები, შესაბამისი სააგენტოების ხელმძღვანელები, ექსპერტები, არასამთავრობი ორგანიზაციების წამომადგენლები.
შეხვედრაში ასევე, მონაწილეობენ ცენტრის გენრალური დირექტორის მოადგილე ირმა ხონელიძე, გარემოსა და ჯანმრთელობის სამმართველის უფროსი ნანა გაბრიძე და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი ნინო გოხელაშვილი.
ბატონი ამირან გამყრელიძე სიტყვით გამოვიდა პლენარულ სესიაზე “გარემო და ჯანმრთელობა ევროპის რეგიონში – არსებული ვითარება და პერსპექტივები” რომელშიც მან მინისტერიალის მონაწილეებს გააცნო უკანასკნელ წლებში გარემოსა და ჯანმრთელობის მიმართულებით საქართველოში მიღწეული პროგრესი, მიმართულებები, რომლებიც დღემდე გამოწვევად რჩება ქვეყნისთვის, მაგრამ ასახულია გარემოსა და ჯანმრთელობის სამოქმედო გეგმებში.
მინისტერიალის ბოლოს დაგეგმილია ოსტრავას დეკლარაციის მიღება, რომლიც დაეხმარება წევრ ქვეყნებს სწორი მიმართულებით წარმართონ გარემოს გაუმჯობისკენ მიმართული ღონისძიებები მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის უკეთესი გამოსავლების უზრუნველსაყოფად.
კონფერენციის მასალები ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: euro.who.int