საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და „გლობალუირ ალიანსის“ ინიციატივით ახალი სოციალური პროექტი – „რა გაწუხებთ?“ ამოქმედდა.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ პროგრამა მიმართულია მოსახლეობის პრობლემებისა და სურვილების გამოსავლენად.
აღნიშნულ პროგრამას აფასებს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თეატრთმცოდნე გუბაზ მეგრელიძე:
„მოქალაქეების ჩართულობა ძალიან კარგი და აუცილებელია. თუმცა, რამდენად გაითვალისწინებს სამინისტრო შედეგებს და ეს არ დარჩება მხოლოდ გამოკითხვად, როგორც ხდება ხოლმე უმრავლეს შემთხვევაში. თუ მიღებულ შედეგებზე რეაგირება მოხდება, გაითვალისწინებენ მას და გამოსწორდება არსებული მდგომარეობა, რასაკვირველია, ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი.
აღნიშნული გამოკითხვის შედეგების მიხედვით გატარებული ჯანდაცვის რეფორმები უფრო წარმატებული იქნება, რადგან გათვალისწინებული იქნება ის კონკრეტული პრობლემა, რაც აწუხებს პაციენტს, მომხარებელს თუ ზოგადად, საზოგადოებას.. როგორც წესი, რეფორმის შემუშავებისას მიდგომა ხშირშემთხვევაში ზოგადია, ხოლო ამ შემთხვევაში პრობლემები კონკრეტდება, იქ ჩანს ის პრობლემები, რასაც აწყდება უშუალოდ პაციენტი და მიუთითებს იმას, რისი გამოსწორებაც აუცილებელია, რომ უკეთ იგრძნოს თავი“.
რაც შეეხება პრობლემებს, თეატრმცოდნე კლინკებში არსებულ რიგებს ასახელბს:
„პაციენტს დარეკვიდან მხოლოდ სამ დღეში იღებენ და შეიძლება, უფრო დიდი დროც დასჭირდეს. თავად შევეჯახე რამდენჯერმე ამ პრობლემას“.
ცნობისთვის, კითხვარები ხელმისაწვდომი იქნება, როგორც ინტერნეტით, ვებ გვერდზე http://1505.ge/, ასევე ჯანდაცვის რეგიონალურ ოფისებში.