გამოიცა პაატა რატიანის წიგნი სამედიცინო ტურიზმზე. ნაშრომი წარმოადგენს გავლილი 9-წლიანი გამოცდილების ერთგვარ შეჯამებას.
იგი ინგლისურენოვანია და განკუთვნილია სამედიცინო ტურიზმის ბიზნესით დაინტერესებული საერთაშორისო ბაზრისათვის. წიგნის წარდგენა მოხდება სექტემბრის ბოლოს სამედიცინო ტურიზმის საერთაშორისო ასოციაციის ყოველწლიურ კონგრესზე, რომელიც აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში გაიმართება.