მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაცია ეწვევა
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს, დღეს სამუშაო ვიზიტით პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაცია Praesterno Foundation ეწვევა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაცია ეწვევა

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს, დღეს სამუშაო ვიზიტით პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაცია Praesterno Foundation ეწვევა.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ორგანიზაცია ნარკომანიის პრევენციის, ნარკოდამოკიდებულთა მხარდაჭერის და მათი სოციალური რეაბილიტაციის საკითხებზე მუშაობს.

ღონისძიებას დაესწრებიან ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე, დირექტორის მოადგილე ხათუნა თოდაძე, პოლონელი სტუმრები და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …