ჟურნალმა Forbes პროფესორ სიდნი ფილკენშტეინთან ერთად შეადგინა გასული წლის ყველაზე წარუმატებელი კომპანიების ხელმძღვანელთა ათეული.
ანტირეიტინგის სიაში მოხვდა სამი ტოპ მენეჯერი, რომელიც ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის სფეროში მომუშავე კომპანიას. რეიტინგში ავტორებმა არ მიანიჭეს მათ კონკრეტული ნუმერაცია, გამომდინარე იქედან, რომ რთულია განსაზღვრო რომელია მათ შორის უარესი.
ჩამონათვალში იხილავთ ორი ფარმაკომპანიის მმართველს, ერთი მათგანი 32 წლის მარტინ შკლერია Turing Pharmaceuticals ხელმძღვანელი. ეს ნათელი მაგალითია ლიდერისა, რომელნიც ხარბად ცდილობენ მიიღონ მაქსიმალური მოგება და გაზარდონ შეოსავალი სასიკვდილოდ დაავადებული ადამიანების ხარჯზე.
მარტინ შკლერმა 2015 წლის თებერვალში დააარსა კომპანია, რომლის მიზანია მოიპოვოს მედიკამენტებით ვაჭრობის უფლება რათა გაზარდოს პრეპარატების ფასი მომავალში. კომპანიამ 50 მილიონ დოლარად მოიპოვა უფლება ივაჭროს Darapim-ით, რაც გამოიყენება კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტების სამკურნალოდ. აღნიშნული შესყიდვის შემდეგ წამლის ფასი 13.5 დოლარიდან 750 დოლარამდეა გაზრდილი. ბრალდებების საპასუხოდ ლიდერი აცხადებს, რომ არ აპირებს ფასების შემცირებას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრეპარატებზე, შედეგად იგი მოხვდა ამერიკის ყველაზე ხარბ აღმასრულებელ დირექტორთა ჩამონათვალში და ფარმა კომპანიის მმართველი პოსტიდან გადადგა 18 დეკემბერს.
ანტირეიტინგში შეხვდებით ასევე მაიკლ პერსენს, იგი კომპანია Valeant ხელმძღვანელობს 2010 წლიდან. ჩამონათვალში მოხვედრის მთავარი მიზეზი მმართველის მიერ არჩეული არასწორი სტრატეგიაა, კომპანიის ძირითადი მიზანი არსებულ ფარმა ბაზარზე დაფინანსების შემცირება და ახალ მედიკამენტებზე რეალიზაციის ნებართვის მოპოვბა და თაღლითური ფინანსური ანგარიშგებების წარმოებაა.
ოქტომბერში კვლევითი ცენტრი Citron აქვეყნებს ანგარიშს, სადაც ნათლად ჩანს მაიკლ პერსენის კომპანიის მიერ განხორციელებული გარიგებების აშკარა დარღვევები. აღნიშნული სკანდალის შედეგია ის გარემოება, რომ კომპანია Valeant ფასიანი ქაღალდების ღირებულება აგვისტოდან ნოემბრამდე 262 დან 70 დოლარამდე შემცირდა და კომპანიამ დაკარგა მილიარდელის სტატუსი.
და ბოლოს ანტირეიტინგის მესამე წარმომადგენელი ჯანდაცვის კუთხით ელიზაბეტ ჰოლმსი გახლავთ. მისი კომპანია Theranos ვითარდება ინოვაციური დიაგნოსტიკური მეთოდით, მაგრამ არასოდეს აჩვენებს შთამბეჭდავ შედეგებს.