ერთი შეხედვით უწყინარი, საკმაოდ გავრცელებული და სხვადასხვა ჩივილების მიმართ საკმაოდ ეფექტურად მოქმედი პარაცეტამოლი არც თუ ისე უსაფრთხო აღმოჩნდა.
ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად ფეხმძიმობისას პარაცეტამოლის მიღება 13%-თ ზრდის 5 წლამდე ბავშვებში ასთმის გამოვლენის რისკს. ჩვილებში პარაცეტამოლით მკურნალობისას კი ეს რისკი 29%-ით იზრდება.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საუბარია სხვადასხვა მიზეზით პარაცეტამოლის მიღების რადენიმე და არა ერთეულ ეპიზოდზე.