მთავარი » მსოფლიო » FDA – ფარმაკომპანიები სიმსივნესთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდების მიგნებაში ფულს არ ხარჯავენ
FDA -ის წერილში ნათქვამია, რომ ხალხს უჩნდება ლოგიკური შკეითხვა, რატომ არ ხარჯავენ ფარმაცევუტლი კომპანიები ამ თანხებს ახალი კვლევების ჩატარებაში?

FDA – ფარმაკომპანიები სიმსივნესთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდების მიგნებაში ფულს არ ხარჯავენ

FDA უსმხვილეს ფარმაცევტულ კომპანიებს კიბოსთან ბრძოლის საქმეში ერთიანი სტრატეგიის მიყოლასა და ინოვაციების არქონაში ადანაშუალებს.

ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფარმა კომპანიები სიმსივნის დასამარცხებლად ახალ გზებს არ ეძებენ და თანხებს უკვე არსებული პრეპარატების წარმოებაში ხარჯავენ.

ყოველწლიურად ბრენდული კომპანიების მხრიდან უკვე ამ კუთხით 150 000 დოლარი იხარჯება. FDA-ის წერილში ნათქვამია, რომ ხალხს უჩნდება ლოგიკური შკეითხვა, რატომ არ ხარჯავენ ფარმაცევუტლი კომპანიები ამ თანხებს ახალი კვლევების ჩატარებაში?

ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის გაერთიანების ჰემატოლოგიური პროფილის თავმჯდომარე რიჩარდ პაზდური ამბობს, რომ ბაზარზე წარმატებით გაყიდვადი სხვადასხვა დასახელების ონკოპრეპარატები უბიძგებს მწარმოებლებს მათაც ჩადონ მილიარდობით დოლარი აბსოლუტურად იდენტური პრეპარატის წარმოებასა და გაყიდვაში. პაზდურის აზრით, ფარმაცევტული კომპანიები სარისკო ინვესტიციებს გაურბიან.

თავად ფარმაკომპანიები რეგულატორის მხრიდან გამოთმულ კრიტიკას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ თანამედროვე რეალობაში სიმსივნესთან ბრძოლა კომბინირებულ და უკვე ადაპტირებულ მეთოდებს ეყრდნობა. სიახლეების დამკვდირებას დრო სჭირდება. ახლადდანერგილ მედიკამენტებს კი კიბოს მქონე პაციენტების მხოლოდ 20%-ისთვის მოაქვს რეალური შედეგი.

pharma.net.ua

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …