დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, თუმცა მის მიმართ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს ალერგია.
მისი თქმით, შეიძელება ეს იყოს გამონაყარი და სხვა.
“ფაროსანა არ მიეკუთვნება იმ მწერებს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშია. დაავადების, საშიშის თუ არა საშიშის, ფაროსანა გადამტანი არ არის. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სფეროსთვის ეს მწერი საინტერესო არ არის, თუმცა რა თქმა უნდა, იგი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკური ზიანის მომტანი”,- განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისივე ინფორმაციით, ფაროსანა ადამიანს საერთოდ არ ეტანება, იგი არ იკბინება.