მთავარი » მსოფლიო » ფარმაცევტულმა გიგანტებმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მილიონ დოლარამდე ჩადეს
ფარმაცევტულმა გიგანტებმა საპრეზიდენტო არჩევნებში სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ უკვე მილიონ დოლარამდე დახარჯეს. ამ თანხის მესამედი ჰილარი კლინტონზე მოდის.

ფარმაცევტულმა გიგანტებმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მილიონ დოლარამდე ჩადეს

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები ფარმაცევტულ გიგანტებს ქველმოქმედების სურვილს უღვივებს.

ირკვევა, რომ უმსხვილესმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა საპრეზიდენტო არჩევნებში სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ უკვე მილიონ დოლარამდე დახარჯეს. ამ თანხის მესამედი ჰილარი კლინტონზე მოდის. მხოლოდ მან დონაციის სახით 336 416 დოლარი მიიღო. მეორე ადგილზეა რესპუბლიკელი ჯებ ბუში. სიის ბოლო ადგილს კი დონალდ ტრამპი იკავებს. მის სასარგებლოდ ფარმაცევტულმა კომპანიებმა მხოლოდ 1010 დოლარი გაიღეს.

ფარმაცევტული ინდუსტრია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონაციის კუთხით მე-15 ადგილს იკავებს. მთლიანობაში ჯანდაცვის სექტორმა ამერიკის არჩევნებზე 9,5 მილიონი დოლარი დახარჯა. უმსხვილესი ბენეფიციარი ამ შემთხვევაშიც ჰილარი კლინტონია. მან ჯანდაცვის სექტორიდან 3,5 მილიონი დოლარი მიიღო.

საინტერესოა, რომ ამ თანხებში არ შედის, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან კონგრესის ლობირებისთვის დახარჯული ფული. მხოლოდ ფაიზერმა გასულ წელს ამ კუთხით 10 მილიონი დოლარი დახარჯა.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …