ფარმაცევტული კომპანიების „ავერსის“, „პე ეს პეს“ და „ჯიპისის“ წარმომადგენლებმა ლიცენზიების შეძენასთან დაკავშირებით, „მაიკროსოფტ საქართველოსთან“ მემორანდუმი სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში გააფორმეს.
როგორც ჟურნალისტებთან აღნიშნული კომპანიების წარმოამდგენლებმა განაცხადეს, ფარმაცევტული დარგი არის ერთი-ერთი წამყვანი და განვითარებული სფერო საქართველოში, მუდმივად ნერგავს ტექნოლოგიურ და სამომხმარებლო სიახლეებს და აქვს მომსახურების ხარისხის საუკეთესო მაჩვენებლები.
აღნიშნული ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს წამყვან სააფთიაქო ქსელებში – „ავერსი“, „პე ეს პე“ და „ჯიპისი“ ლიცენზირებული პროგრამების დანერგვას, კიდევ უფრო გაზრდის დარგის ეფექტიანობას და დაეხმარება კომპანიებს ახალი შესაძლებლობების გამოვლენაში.
მაიკროსოფთან ურთიერთობის დამყარების და ხელშეკრულების გაფორმების მხარდამჭერი და ხელის შემწყობია SLS (Software Licensing Service ) წარმომადგენლობა.